1987 წელს გახდა საქართველოს პირველობის მე-2 პრიზიორი, 1988 წელს კი საქართველოს ჩემპიონი. 1989 წელს ჩამოყალიბდა საფეღბურთო კლუბი ,,კოლხეთი”, რომელიც ასპარეზობდა საბჭოთა კავშირის პირველობაზე მე-2 ლიგის გუნდებს შორის. 1990 წლიდან ასპარეზობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჯერ უმაღლეს, შემდეგ კი პირველ და რეგიონალურ ლიგაში 2007 წლიდან ასპარეზობს პირველ ლიგაში, 2008-2009  წლებში გამოდიოდა ხობის ,,ხობის” სახელწოდებით. ამჟამად  Crystalbet ეროვნულ ლიგა ორში ასპარეზობს როგორც ხობის ,,კოლხეთი.”

აქ აღზრდილ მრავალ ფეხბურთელს დაუცავს თბილისის დინამოსა და საქ. ნაკრების ღირსება, ესენი არიან: დემურ ვეკუა, ავთანდილ ქანთარაია, ენუქი თევზაძე, ზურაბ აიანადი, ლევან გვაზავა, ლადო ახალაია, ედიკ საჯაია,  ირაკლი სახურია და სხვები