თამაშობს ხობის პაატა თათარიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე.
1987 წელს გახდა საქართველოს პირველობის მე-2 პრიზიორი, 1988 წელს კი საქართველოს ჩემპიონი. 1989 წელს ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთი”, რომელიც ასპარეზობდა საბჭოთა კავშირის პირველობაზე მე-2 ლიგის გუნდებს შორის. 1990 წლიდან ასპარეზობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჯერ უმაღლეს, შემდეგ კი პირველ და რეგიონალურ ლიგაში 2007 წლიდან ასპარეზობდა პირველ ლიგაში, 2008-2009 წლებში გამოდიოდა ხობის ,,ხობის” სახელწოდებით. ამჟამად საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგაში ასპარეზობს როგორც ხობის ,,კოლხეთი.”
ამჟამად ასპარეზობს Crystalbet ეროვნულ ლიგა ორში, მთავარი მწვრთნელი ცოტნე მონიავა.
 
აქ აღზრდილ მრავალ ფეხბურთელს დაუცავს თბილისის დინამოსა და საქ. ნაკრების ღირსება, ესენი არიან: დემურ ვეკუა, ავთანდილ ქანთარაია, ენუქი თევზაძე, ელდარ გვასალია, ზურაბ აიანადი, ლევან გვაზავა, ლადო ახალაია, ედიკ საჯაია, ირაკლი სახურია და სხვები…